• 0
  • Amino Energy Optimum Nutrition 270 gr

    Amino Energy Optimum Nutrition 270 gr

    Amino Energy Optimum Nutrition 270 gr

    ბრენდებიOptimum Nutrition
    მოდელი: 529
    Availability: მარაგშია
    • 85.00GEL

    შესაძლო პარამტრები


    აღწერა Amino Energy Optimum Nutrition 270 gr

    Optimum Nutrition - Amino Energy არის ლიდერი პროდუქტი ამინომჟავების კატეგორიაში. 


    ეს არის უნიკალური პროდუქტი, რომელიც 14 სახის ამინომჟავას შეიცავს, მათ შორის შეუცვლელ ამინომჟავებსა (EAA), BCAA-ს მნიშვნელოვანი დოზირებით. ამათ გარდა, შედის ბეტა-ალანინი, გლუტამინი, ტაურინი და სხვა აუცილებელი ამინომჟავები. ამინომჟავების ასეთი ძლიერი შემადგენლობით, პროდუქტი უზრუნველყოფს ვარჯიშის შემდგომ სრულფასოვან აღდგენას, დაღლილობისა და კუნთების ტკივილის შემცირებას და კუნთოვანი ქსოვილის შენარჩუნებას. 

    გარდა ამისა Amino Energy-ს დამატებული აქვს ენერგეტიკული ინგრედიენტები კოფეინის, მწვანე ჩაისა და მწვანე ყავის სახით. ამგვარად, იგი უზრუნველყოფს ორგანიზმის გამოფხიზლებას, ენერგიის მატებას და გონებრივი კონცენტრაციის გაუმჯობესებას. 


    Optimum Nutrition - Amino Energy-ს ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:

    -    უზრუნველყოფს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას

    -    მატებს ძალას და ენერგიას

    -    ამცირებს დაღლილობასა და კუნთების ტკივილს

    -    შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას

    -    გამდიდრებულია ენერგეტიკული ინგრედიენტებით

    -    აფხიზლებს ორგანიზმს და მატებს ენერგიას

    -    აძლიერებს აზოტის ოქსიდის წარმოებას

    -    აძლიერებს ფოკუსსა და გონებრივ კონცენტრაციას

    -    არ შეიცავს შაქარსა და ცხიმს

    -    აქვს სასიამოვნო გემო და კარგი ხსნადობა


    მიღების წესი და დოზირება:

    გახსენით 1 პორცია (2 კოვზი) 300-400 მლ წყალში და მიიღეთ ვარჯიშის წინ, დროს ან შემდეგ. არასავარჯიშო დღეებში მიიღეთ დილით უზმოზე.  


    გაფრთხილება:

    თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.

    0 Amino Energy Optimum Nutrition 270 gr

    ბრენდი: Optimum Nutrition
    შეფუთვის წონა: 270 gr
    ტიპი: ამინომჟავის კომპლექსი
    მწარმოებელი ქვეყანა: USA

    Leave a review

    შენიშვნა: HTML ტეგები არ არის დაშვებული!
        Bad           OK